ლისი რეზიდენსი

დასრულებული

ტერიტორია

7,000 მ²

სახლები

10

ჩაბარების კონდიცია

მწვანე კარკასი

დასრულების დრო

მარტი, 2023
ტერიტორია
7,000 მ²
სახლები
10
ჩაბარების კონდიცია
მწვანე კარკასი
დასრულების დრო
მარტი, 2023

პროექტის შესახებ

„ლისი რეზიდენსი“ GREENOX-ის დასრულებული, განსხვავებული კონცეფციის საცხოვრებელი პროექტია, რომელიც მდებარეობს ლისის მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა გამწვანებულ გარემოში. პროექტიდან დაახლოებით 2 კმ-ის რადიუსშია ქალაქის იპოდრომი,  საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები.

საცხოვრებელი პროექტი აერთიანებს სულ 10 ინდივიდუალურ კერძო სახლს, რაც ქმნის დაბალი სიმჭიდროვის, მშვიდ და პრივატულ საცხოვრებელ გარემოს. თითოეულ სახლს აქვს საკუთარი ინდივიდუალური 500 კვ.მ-მდე გამწვანებული ეზო, ხოლო პროექტის კონცეფცია, ასევე, ითვალისწინებს ინდივიდუალური საცურაო აუზის მოწყობის შესაძლებლობას.

„ლისი რეზიდენსის“ მშენებლობა 2023 წლის მარტში, წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით დასრულდა. პროექტის მიმართ მაღალი მოთხოვნა გაყიდვების დინამიკაზეც აისახა, ყველა საცხოვრებელი სახლი მშენებლობის დასრულებამდე სრულად გაიყიდა. მობინადრეებს სახლები გადაეცათ პრემიუმ კლასის მწვანე კარკასის მდგომარეობაში, სრულად მიყვანილი საინჟინრო კომუნიკაციებითა და შემდგომი ინდივიდუალური ინტერიერის მოსაწყობად მომზადებული სივრცეებით. 

პროექტის დაგეგმარებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფუნქციურობას, საცხოვრებელ კომფორტსა და კერძო სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას. ინოვაციური სტილის საცხოვრებელი სახლები სიმშვიდეს, ბუნებასთან სიახლოვესა და გრძელვადიან საცხოვრებელ კომფორტს ერთიან კონცეფციაში აერთიანებს. 

ხშირად დასმული შეკითხვები

„ლისი რეზიდენსის“ პროექტი მდებარეობს ლისის მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. პროექტიდან დაახლოებით 2 კმ-ის რადიუსშია ქალაქის იპოდრომი, ასევე ახლოსაა სკოლები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები.

„ლისი რეზიდენსის“ მშენებლობა 2023 წლის მარტში , წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით დასრულდა. პროექტის მიმართ მაღალი მოთხოვნა გაყიდვების დინამიკაზეც აისახა – მშენებლობის დასრულებამდე ყველა საცხოვრებელი სახლი სრულად გაიყიდა.

„ლისი რეზიდენსის“ პროექტში წარმოდგენილი იყო ინდივიდუალური კერძო სახლები, თითოეული 500 კვ.მ-მდე საკუთარი ეზოთი და ინდივიდუალური საცურაო აუზით. პროექტის კონცეფცია ორიენტირებული იყო პრივატულ, მშვიდ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოზე.

პროექტს გამოარჩევს დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანება, ინდივიდუალური სახლები ფართო საკუთარი ეზოებით, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდი გარემო, ასევე ქალაქის მნიშვნელოვან ობიექტებთან მარტივი წვდომა.

დიახ, „Greenox Development“ აქტიურად აგრძელებს ახალი საცხოვრებელი პროექტების განვითარებას თბილისში და სამომავლო პროექტს მის შემოგარენშიც გეგმავს. მიმდინარე პროექტებს შორისაა პრემიუმ კლასის საცხოვრებელი – „Greenox გოგებაშვილზე“ თბილისის ისტორიულ უბანში, ვერაზე.

GREENOX საცხოვრებელ პროექტებს თანამედროვე სამშენებლო და საინჟინრო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონსტრუქციულ უსაფრთხოებას, სეისმომდგრადობას, ენერგოეფექტურობას, თბოიზოლაციას, ფუნქციურ დაგეგმარებასა და ხარისხიან სამშენებლო მასალებს.

ლოკაცია

გალერეა

მისამართი

მ.კოსტავას N14

ტელეფონი

ელ-ფოსტა