„ლისი რეზიდენსი“ GREENOX-ის დასრულებული, განსხვავებული კონცეფციის საცხოვრებელი პროექტია, რომელიც მდებარეობს ლისის მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა გამწვანებულ გარემოში. პროექტიდან დაახლოებით 2 კმ-ის რადიუსშია ქალაქის იპოდრომი, საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყოველდღიური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები.
საცხოვრებელი პროექტი აერთიანებს სულ 10 ინდივიდუალურ კერძო სახლს, რაც ქმნის დაბალი სიმჭიდროვის, მშვიდ და პრივატულ საცხოვრებელ გარემოს. თითოეულ სახლს აქვს საკუთარი ინდივიდუალური 500 კვ.მ-მდე გამწვანებული ეზო, ხოლო პროექტის კონცეფცია, ასევე, ითვალისწინებს ინდივიდუალური საცურაო აუზის მოწყობის შესაძლებლობას.
„ლისი რეზიდენსის“ მშენებლობა 2023 წლის მარტში, წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვით დასრულდა. პროექტის მიმართ მაღალი მოთხოვნა გაყიდვების დინამიკაზეც აისახა, ყველა საცხოვრებელი სახლი მშენებლობის დასრულებამდე სრულად გაიყიდა. მობინადრეებს სახლები გადაეცათ პრემიუმ კლასის მწვანე კარკასის მდგომარეობაში, სრულად მიყვანილი საინჟინრო კომუნიკაციებითა და შემდგომი ინდივიდუალური ინტერიერის მოსაწყობად მომზადებული სივრცეებით.
პროექტის დაგეგმარებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფუნქციურობას, საცხოვრებელ კომფორტსა და კერძო სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას. ინოვაციური სტილის საცხოვრებელი სახლები სიმშვიდეს, ბუნებასთან სიახლოვესა და გრძელვადიან საცხოვრებელ კომფორტს ერთიან კონცეფციაში აერთიანებს.





