საინვესტიციო ქონება თბილისში - როგორ შევარჩიოთ სწორი ობიექტი?
თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში, საინვესტიციო ქონება ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მაღალშემოსავლიან ფიზიკურ აქტივს წარმოადგენს. 2020 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები საშუალოდ 51.4%-ით გაიზარდა. ეს მონაცემი კი ხაზს უსვამს იმას, რომ თბილისი სწრაფად ვითარდება და ინვესტორებს კაპიტალის ზრდის კარგ შესაძლებლობას აძლევს.
ამ სტატიაში კი დეველოპერული კომპანია “გრინოქსი” განიხილავს, თუ როგორ შეგიძლიათ საინვესტიციო ქონება მაქსიმალური სარგებლის გათვალისწინებით შეარჩიოთ.
საინვესტიციო უძრავი ქონება
უძრავი ქონება ხშირად განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მომგებიანი საინვესტიციო აქტივი. ინფლაციისგან დაცვა, შემოსავლის მუდმივი წყარო და კაპიტალის მუდმივი ზრდის შესაძლებლობა, უძრავ ქონებას საუკეთესო საინვესტიციო ვარიანტად აქცევს. იჯარიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი ინვესტორს სტაბილურ პასიურ შემოსავალს უქმნის, ხოლო დროთა განმავლობაში უძრავი ქონების ღირებულების ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალს მნიშვნელოვნად ზრდის.
გარდა ამისა, უძრავი ქონება აქტივია, რომლის ღირებულებაც, ინფლაციის პირობებში იზრდება, რაც ინვესტიციის მსყიდველობითუნარიანობას უზრუნველყოფს.
“გრინოქსის” მიდგომები მშენებლობასთან დაკავშირებით კი ინვესტორს დამატებით ღირებულებას სთავაზობს:
- მშენებლობის მაღალი სტანდარტები;
- ადგილმდებარეობა – თბილისის ისტორიული უბნები;
- ეკომეგობრული და ენერგოეფექტური პრემიუმ სამშენებლო მასალები;
- დაბალი განაშენიანების სივრცეებში განთავსებული საცხოვრებელი კომპლექსები;
- დამატებითი ინფრასტრუქტურა – ინდივიდუალური საცურაო აუზები და ფუნქციური ჭიშკრები;
- ბინები მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება მომხმარებელს, თბოიზოლაციური ალუმინის ენერგოეფექტური ვიტრაჟული სისტემით, მოპირკეთებული ვერანდებითა და პანორამული ხედებით ქალაქზე თუ მთაწმინდაზე.
ყოველივე ზემოთ თქმული უძრავი ქონების ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.
როგორ შევარჩიოთ საინვესტიციო ბინები?
უძრავი ქონების შერჩევისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ინვესტიცია წარმატებული იყოს:
მდებარეობა – შეარჩიეთ ისეთი უბანი, რომელსაც ზრდის პოტენციალი აქვს. გაითვალისწინეთ არსებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, ახლომდებარე სკოლები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები.
ბინის ტიპი – გადაწყვიტეთ, რომელი ტიპის უძრავი ქონებაა თქვენი ინვესტიციისთვის ყველაზე მომგებიანი. ეს შეიძლება იყოს სტუდიო ტიპის ბინა, რომელზეც მოთხოვნა მაღალია ქირის ბაზარზე, ან უფრო მოცულობითი ზომის ბინა, რომელიც ოჯახებზეა გათვლილი.
ბაზრის ანალიზი – შეისწავლეთ ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარი. გაარკვიეთ დაახლოებითი საშუალო ფასები, მოთხოვნა და მიწოდება თქვენთვის სასურველ ტერიტორიაზე.
მშენებლობის ხარისხი – უპირატესობა მიანიჭეთ სანდო სამშენებლო კომპანიას, რომელიც დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. შეამოწმეთ მშენებლობის ხარისხი და გამოყენებული მასალების წარმომავლობა.
შემოსავლის პოტენციალი – გამოთვალეთ, რამდენად სწრაფად შეძლებთ ინვესტიციის დაბრუნებას. გაითვალისწინეთ სავარაუდო ქირის ფასი და მოსალოდნელი ხარჯები.
საინვესტიციო ქონების შეძენა „გრინოქსში“ წარმოადგენს უსაფრთხო, სტაბილურ და მომგებიან არჩევანს.
გაეცანით „გრინოქსის“ მიმდინარე პროექტებს, აირჩიეთ თქვენთვის იდეალური საინვესტიციო ქონება თბილისში, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავლს და გრძელვადიან ფინანსურ უსაფრთხოებას და დაგვიკავშირდით დღესვე.
📲 544 44 00 11
📧 info@greenox.ge