როგორ მოვაწყოთ სტუდიოს ტიპის ბინა?

როგორ მოვაწყოთ სტუდიოს ტიპის ბინა? - “გრინოქსის” რჩევები

სტუდიო ტიპის ბინები ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მათი ბიუჯეტურობის გამო. თუმცა, მათი კომპაქტური ზომა, ბევრისთვის გამოწვევაა. სტუდიოს ტიპის ბინებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სივრცის ეფექტურ ათვისებასა და კომფორტული გარემოს შექმნას. 

სწორედ ამიტომ, დეველოპერული კომპანია “გრინოქსი” ამ ბლოგში გაგიზიარებთ  რჩევებს სტუდიო ბინის მყუდრო და ფუნქციურ სივრცედ გადაქცევასთან დაკავშირებით.

რას ნიშნავს სტუდიოს ტიპის ბინა?

სტუდიოს ტიპის ბინას სტანდარტული ტიპის ბინებისგან ის განასხვავებს, რომ სივრცეში რამდენიმე ზონაა გაერთიანებული. “გრინოქსის” აპარტამენტების შემთხვევაში კი, სამზარეულო და მისაღები ერთიანდება. 

სწორედ ამიტომ, სტუდიო ბინები ხასიათდება მაღალი ფუნქციურობით, მოქნილობითა და ბიუჯეტურობით.

სტუდიოს ტიპის ბინის დიზაინი - როგორ შევქმნათ ფუნქციური სივრცე?

იმისთვის, რომ სივრცე ეფექტურად აითვისოთ, შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ: 

ჭკვიანი ზონირება – სამზარეულოსა და მისაღების ერთმანეთისგან გამოსაყოფად, გამოიყენეთ სხვადასხვა მასალისა და ფერის იატაკი. მაგალითად, სამზარეულოს ნაწილში შეგიძლიათ დააგოთ ფილები, მისაღებში კი – ლამინატი ან პარკეტი;

მრავალფუნქციური ავეჯი – შეარჩიეთ ავეჯი, რომელიც რამდენიმე ფუნქციას აერთიანებს. გასაშლელი მაგიდა, დივანი სათავსოებით ან დასაკეცი სკამები საუკეთესო გადაწყვეტილებაა სივრცის დასაზოგად; 

ვერტიკალური სივრცის გამოყენება – კედლებზე განთავსებული თაროები ან კარადა მნიშვნელოვნად დაზოგავს ადგილს; 

განათების როლი – სწორად შერჩეული განათება ქმნის განსხვავებულ ატმოსფეროს და ხაზს უსვამს სხვადასხვა ზონას. გამოიყენეთ ჭერის, კედლის და იატაკის სანათები, რათა შექმნათ კომფორტული და სასიამოვნო განწყობა.

სარკეები – ცნობილია, რომ სარკეების გამოყენება გაშლილი სივრცის ეფექტს ქმნის. მცირე ზომის ბინებში კი მათი გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სარკე, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე კი შეგიძლიათ სახლის ნებისმიერ სივრცეში განათავსოთ, თქვენი სურვილის მიხედვით. 

სტუდიოს ტიპის ბინები “გრინოქსში”

“გრინოქსის” სტუდიოს ტიპის ბინები შექმნილია თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე. ჩვენი პროექტების უნიკალური უპირატესობაა ის, რომ სტუდიო ბინებში საძინებელი ცალკე ოთახადაა გამოყოფილი, რაც თქვენს პირად სივრცეს იცავს. 

ბინები გამოირჩევა ფართო აივნებითა და ტერასაზე ჩაშენებული კარადებით, რომლებიც დამატებით მოცეულობას უზრუნველყოფს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია სტუდიო ბინის შეძენისას. 

მსგავსი ტიპის ბინები “გრინოქსში” განსაკუთრებული პირობებით შეგიძლიათ შეიძინოთ. კომპანია დახურული ავტოსადგომის შეძენის საშუალებასაც გაძლევთ ბიუჯეტურად, ეს კი ობიექტის საერთო ღირებულებას ზრდის, რაც მაღალი ღირებულების მქონე საინვესტიციო ქონება შეიძლება გახდეს. 

ამჟამად, სხვადასხვა კვადრატულობის სტუდიოს ტიპის ბინების შეძენა შესაძლებელია თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე პრემიუმ საცხოვრებელ კომპლექსში. აირჩიეთ თქვენთვის იდეალური სტუდიოს ტიპის ბინა თბილისში, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავლს და გრძელვადიან ფინანსურ უსაფრთხოებას და დაგვიკავშირდით დღესვე.


📲 544 44 00 11
📧 info@greenox.ge