ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები "გრინოქსში"

რითი შენდება "გრინოქსი"? - სამშენებლო მასალები, ჩვენი მიდგომები და მეტი

თბილისში სამშენებლო ბაზრის განვითარებასთან ერთად, საცხოვრებელი სივრცის არჩევისას მთავარი კრიტერიუმი ხდება არა მხოლოდ მდებარეობა, არამედ გამოყენებული მასალების ხარისხი და საიმედოობა. 

დეველოპერული კომპანია „გრინოქს დეველოპმენტი“ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია ბაზარზე, რადგან ჩვენი მიზანია შევქმნათ არა მხოლოდ კომფორტული საცხოვრებელი კომპლექსები, არამედ გრძელვადიანი ღირებულების მქონე, უსაფრთხო სივრცეები, რომლებიც გარემოს არ აზიანებს.  სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველა პროექტი აგებულია უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ მასალებით, რაც უზრუნველყოფს თქვენი ინვესტიციის სტაბილურობასა და საიმედოობას.

ჩვენი სამშენებლო მასალები

  • გარე ბლოკი ხასიათდება თბოეფექტურობის მაღალი კოეფიციენტით და შედგება მონოლითური კონსტრუქციისგან;
  • ფასადი არის მოპირკეთებული გერმანული წარმოების HEFE-ს აგურით. 
  • ალუმინის ენერგოეფექტური ვიტრაჟული სისტემა – მოაჯირი არის მოხვეული, ლამექსის 8/8 შუშით დამზადებული. 
  • ლიფტის კაბინა თურქული წარმოებისაა. ტროსი და კარ-ფანჯარა კი გერმანული წარმოების.
  • გვაქვს საერთო, დახვეწილი დიზაინის სადარბაზოები. კიბეები მოპირკეთებულია ბუნებრივი გრანიტით. 
  • სადარბაზო სრულად დაცულია კვამლისგან ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში. 
  • შიდა გამყოფი კედლები 10 სმ-იანია. ბინების გამყოფი ბლოკი 25 სმ-იანია, რათა ხმის იზოლაცია იყოს უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილი. 
  • აივნმები და ვერანდები გრანიტის უმაღლესი ხარისხის ფილებითაა მოპირკეთებული. 
  • ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით – ელექტროობა, ინტერნეტი და ტელევიზია სრულყოფილადაა გაყვანილი. 
  • საცხოვრებელი სივრცეები ასევე ხასიათდება იტალიური კოლექტორული უწყვეტი მილებით. ეს არის სისტემა, რომელიც გათბობას თანაბრად ანაწილებს საცხოვრებელში. 

შეიძინეთ პრემიუმ კლასის აპარტამენტები „გრინოქსში“

პრემიუმ კლასის საცხოვრებელს ქმნის არა მხოლოდ დახვეწილი დიზაინი, არამედ უპირველესად, პრემიუმ კლასის გერმანული სამშენებლო მასალები. ჩვენი პროექტები გამოირჩევა ენერგოეფექტურობითა და ეკომეგობრულობით. ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს და ქმნის ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს. 

ჩვენი მშენებარე ბინები ასევე სეიმსური მდგრადობით ხასიათდება, რადგან სამშენებლო პროცესში გამოყენებულია რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

პროექტი ასევე მდებარეობს დაბალი განაშენიანების სივრცეებში, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ქალაქის ცენტრთან ცხოვრების, თუმცა ამავდროულად მშვიდ გარემოს უზრუნველყოფს მისთვის. 

 

„გრინოქს დეველოპმენტი“ არის დეველოპერი, რომელიც ზრუნავს თავის მომხმარებლებზე და ქალაქის ურბანულ განვითარებაზე. ჩვენი პრემიუმ კლასის პროექტები საუკეთესო ინვესტიციაა თქვენს მომავალში, რადგან ხარისხი, უსაფრთხოება და კომფორტი ჩვენთვის უპირატესია.

არ გადადოთ თქვენი ოცნების სახლის შეძენა! დაგვიკავშირდით დღესვე, რათა მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ. 

📲 544 44 00 11
📧 info@greenox.ge