„Greenox გოგებაშვილზე“ მიმდინარე მცირე განაშენიანების პროექტია, რომელიც მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ უბანში – ვერაზე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე. პროექტის ადგილმდებარეობა აერთიანებს ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს, მშვიდ საცხოვრებელ გარემოსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასთან მარტივ წვდომას.
ხუთსართულიანი, ბუტიკური ტიპის პროექტი სულ 18 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ სივრცეებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს, რაც ქმნის უფრო პრივატულ და მშვიდ გარემოს გრინოქსის მობინადრეებისთვის. პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა დაგეგმარების, სტუდიო ტიპის, გამჭოლი გეგმარების, ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი თუ სამსაძინებლიანი ბინები, მათ შორის საცხოვრებელი სივრცეები საკუთარი გამწვანებული კერძო ეზოებით.
თითოეულ საცხოვრებელს აქვს აივანი, ბუნებრივი განათება და ფუნქციურად დაგეგმილი სივრცეები. შერჩეული ბინებიდან იშლება პანორამლური ხედები მთაწმინდასა და ქალაქზე. მობინადრეების კომფორტისთვის პროექტში გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი და საერთო გამწვანებული მოსასვენებელი ეზო.
ბინები ბარდება პრემიუმ კლასის მწვანე კარკასის მდგომარეობაში, სრულად მომზადებული საინჟინრო სისტემებით, თბო და ხმის იზოლაციითა და ალუმინის ვიტრაჟული სისტემით ენერგოეფექტური მინებით.
პროექტის მშენებლობა 2026 წლის მარტში ოფიციალურად დაიწყო და ზუსტად 10 თვეში, 2026 წლის ნოემბერში სრულდება. “გრინოქსი გოგებაშვილზე” აერთიანებს ვერის გამორჩეულ ლოკაციას, ბუტიკურ არქიტექტურულ კონცეფციას, თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებსა და ფუნქციურად დაგეგმილ საცხოვრებელ სივრცეებს – ქმნის გარემოს, სადაც ქალაქის ცენტრში ცხოვრება კომფორტთან, სიმშვიდესთან და გრძელვადიან ღირებულებასთან ერთიანდება.




