Greenox Development-ის საცხოვრებელი პროექტი თბილისის ისტორიულ ნაწილში, მარჯანიშვილის თეატრთან მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულად აქტიურ და კულტურულად დატვირთულ უბნად მიიჩნევა. პროექტი აერთიანებს ძველი თბილისის არქიტექტურულ ესთეტიკას და თანამედროვე ცხოვრების ხარისხობრივ სტანდარტებს, რაც მას ერთდროულად აქცევს მყუდრო საცხოვრებელ სივრცედა და პერსპექტიულ საინვესტიციო ობიექტად.
პროექტი აშენებულია საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად და ბარდება პრემიუმ ხარისხის მწვანე კარკასით, სადაც გამოყენებულია თბოიზოლაციური ალუმინის კარ-ფანჯრები, იტალიური მილგაყვანილობის სისტემა და მოპირკეთებული აივნები.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა, პანორამული ხედები და ნაკლები სიმჭიდროვე ქმნის ურბანულ გარემოს, რომელიც ინარჩუნებს ძველი თბილისური უბნის იდენტობას და პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს.