„Greenox აბაშიძეზე“ დასრულებული საცხოვრებელი პროექტია, რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, დოდო აბაშიძის ქუჩა №5-ში – მარჯანიშვილის თეატრიდან 5 წუთის სავალზე, მშვიდ და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოში.
ოთხსართულიანი, ბუტიკური ტიპის პროექტი სულ 14 საცხოვრებელ ბინას აერთიანებს, რაც ქმნის პრივატულ და დაბალი სიმჭიდროვის საცხოვრებელ სივრცეს. პროექტში წარმოდგენილია კომერციული სივრცეებიც, რაც შენობის ფუნქციურობასა და ურბანულ ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.
„Greenox აბაშიძეზე“ გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, გააზრებული დაგეგმარებითა და მაღალი სამშენებლო სტანდარტებით. ცენტრალური მდებარეობა უზრუნველყოფს ქალაქის მნიშვნელოვან მიმართულებებთან, კულტურულ, საგანმანათლებლო და ყოველდღიურად საჭირო ინფრასტრუქტურასთან მარტივ წვდომას.
პროექტის მშენებლობა და გაყიდვების პროცესი 2026 წლის ივნისში, 10-თვიან პერიოდში და წინასწარ განსაზღვრული სამშენებლო ვადების დაცვით დასრულდა, 14-ვე საცხოვრებელი სივრცე გაყიდულია, რაც პროექტის მიმართ მაღალ მოთხოვნასა და მისი კონცეფციის, ლოკაციისა და ხარისხობრივი მახასიათებლების წარმატებულ პოზიციონირებას უსვამს ხაზს.
„Greenox აბაშიძეზე“ აერთიანებს ისტორიული თბილისის ხასიათს, ბუტიკურ განაშენიანებას, თანამედროვე საცხოვრებელ სტანდარტებსა და ცენტრალური ლოკაციის უპირატესობებს, ქმნის ხარისხიან ურბანულ გარემოს კომფორტული და გრძელვადიანი ცხოვრებისთვის.
საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების დაცვით აშენებული პროექტი ჩაბარებულია პრემიუმ ხარისხის მწვანე კარკასის მდგომარეობაში და მოიცავს, ენერგოეფექტულ ალუმინის ვიტრაჟულ სისტემას, იტალიურ საკომუნიკაციო სისტემებსა და სრულყოფილად მოპირკეთებულ აივნებს.


