მშენებარე ბინები განვადებით "გრინოქს დეველოპმენტის" პროექტებში

მშენებარე ბინები თბილისში "გრინოქსისგან"

უკვე 5 წელზე მეტია, რაც სამშენებლო დეველოპერული კომპანია „გრინოქს დეველოპმენტი“ პრემიუმ ხარისხის, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საცხოვრებელი კომპლექსების შექმნაზე ზრუნავს. 

გრინოქსის პროექტებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც არქიტექტურულ სტილს, ისე მობინადრეებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

მშენებარე ბინები თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ვერაზე მიმდინარე საცხოვრებელ კომპლექსში შეგიძლიათ შეიძინოთ. მშენებლობა გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.

შეიძინე მშენებარე ბინა “გრინოქსის” საცხოვრებელ კომპლექსში

გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ხუთსართულიანი, მცირე განაშენიანების, მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციის პროექტი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და სეისმურ მდგრადობას. თბოიზოლაციური მასალები და ენერგოეფექტური ვიტრაჟული სისტემა კი განსაკუთრებით კომფორტული საცხოვრებელი გარემოს გარანტიას ქმნის. პროექტი გამოირჩევა ინდივიდუალური აივნებით, ბუნებრივი განათებითა და თანამედროვე არქიტექტურული იერსახით.

პროექტში მშენებარე ბინა სხვადასხვა დანიშნულებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ. გოგებაშვილზე მშენებარე კომპლექსი როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებს აერთიანებს, ხოლო ინფრასტრუქტურა მოიცავს  სამ ინდივიდუალურ გამწვანებულ ეზოს,  მიწისქვეშა ავტოსადგომს, საერთო გამწვანებულ მოსასვენებელ ზონასა და პანორამულ ხედებს მთაწმინადასა და ქალაქზე.

მშენებარე ბინები განვადებით - რას გთავაზობთ ჩვენ?

“გრინოქსში” მშენებარე ბინა განვადებითაც შეგიძლიათ შეიძინოთ. მშენებარე პროექტებში მომხმარებელს 15%-იანი პირველადი შენატანით შეუძლია ისარგებლოს. თანხის დარჩენილი ნაწილი კი სტანდარტულად ნაწილდება თვეების სასურველ რაოდენობაზე. 

განვადების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გადახდასთან  დაკავშირებულ პირობებს როგორც თიბისი, ისე ბაზისა და საქართველოს ბანკები გთავაზობთ. თქვენ კი საშუალება გეძლევათ თქვენთვის სასურველ შეთავაზებაზე შეაჩეროთ არჩევანი. 

„გრინოქსის“ მშენებარე ბინები თბილისში - მათი უპირატესობები

“გრინოქსის” მშენებარე ბინები თბილისში მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, თუმცა მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: 

 პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალები – ვიყენებთ მხოლოდ დამოწმებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მასალებს, რაც შენობის გრძელვადიან გამძლეობას, მდგრადობასა და მომხმარებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს; 

მწვანე კარკასის კონდიცია – მშენებარე ბინები თბილისში ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება, რაც მფლობელს აძლევს შესაძლებლობას, სივრცე მოარგოს საკუთარ საჭიროებებს, თუნდაც ინდივიდუალური ინტერიერისა და ინჟინერიული გადაწყვეტების მიხედვით. 

მცირე განაშენიანება და დაბალი სიმჭიდროვე – საცხოვრებელი კომპლექსები ხასიათდება მცირე სართულიანობითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, რაც უზრუნველყოფს მეტ სიმშვიდეს, კონფიდენციალურობასა და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სტანდარტს.

გამორჩეული ლოკაციები – „გრინოქსის“ მშენებარე ბინები განლაგებულია თბილისის ცენტრალურ და პრესტიჟულ უბნებში, რაც კომფორტთან ერთად, განაპირობებს უძრავი ქონების მაღალ საინვესტიციო ღირებულებას. “გრინოქსის” ბინები მაღალი უკუგების საინვესტიციო ქონება შეიძლება გახდეს.

სანდოობა და შესრულების მაღალი სტანდარტი – მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი თანამედროვე ხედვებითა და სრული პასუხისმგებლობით  პროექტის ვადების მკაცრ დაცვასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი მშენებარე ბინა დათქმულ ვადებში დასრულდება, პროექტის მიმდინარეობის შესახებ კი სრული ინფორმაცია მოგეწოდებათ. შეგახსენებთ, რომ “გრინოქსის” პროექტებში სხვადასხვა კვადრატულობის ბინების შეძენა შეგიძლიათ. მათ შორის ხელმისაწვდომია სტუდიო ტიპის ბინები. 

“გრინოქსის” გუნდი მზად არის გაგიწიოთ სრულყოფილი კონსულტაცია ბინის შერჩევის პროცესში, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული, მოქნილი გადახდის პირობები. 

 

📲 544 44 00 11
📧 info@greenox.ge