რატომ არის მშენებარე ბინაში ინვესტირება მომგებიანი? - 5 მიზეზი
მშენებარე ბინები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერესის მქონე მიმართულებაა უძრავი ქონების ბაზარზე.
მუდმივად მზარდი მოთხოვნის, დეველოპერული სექტორის განვითარებისა და ინვესტორებისთვის მისაღები პირობების გამო, მშენებარე ბინების დღეს მაღალი საინვესტიციო ღირებულების მატარებელი უძრავი ქონებაა.
ამ ბლოგპოსტში “გრინოქს დეველოპმენტი” კი განიხილავს მთავარ მიზეზებს იმის, თუ რატომ არის სწორედ მშენებარე ბინაში ინვესტირება მომგებიანი.
1. დაბალი საწყისი ფასი
მშენებარე ბინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მათი დაბალი საწყისი ფასია.
საქართველოს ბაზარზე არსებული პრაქტიკის მიხედვით, ჩაბარებული ბინის ღირებულება თითქმის ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე მშენებლობის საწყის ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ ინვესტორი პირველივე დღიდან იღებს შესაძლებლობას, შეიძინოს უძრავი ქონება მნიშვნელოვნად მომგებიანი ფასით და დასრულებისთანავე მიიღოს ღირებულების ზრდის სარგებელი.
გარდა ამისა, მიმდინარე სამშენებლო ეტაპების მიხედვით ფასი ეტაპობრივად მატულობს. უკვე დასრულებამდე შესაძლებელია 20–30%-მდე ღირებულების ზრდაც კი – ამიტომ, დაბალი საწყისი ფასი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო საფუძველი, რის გამოც მშენებარე ბინებში განსაკუთრებით მომგებიან საინვესტიციო ქონებას წარმოადგენს.
2. გადახდის მოქნილი პირობები
მშენებარე ბინების შეძენა, როგორც წესი, გაცილებით მარტივი პირობებით ხდება, ვიდრე დასრულებული ბინების. კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ მოქნილ გადახდის პირობებს, რაც თქვენ საშუალებას გაძლევთ:
- გადაიხადოთ მინიმალური პირველადი შენატანი;
- დარჩენილი თანხა დაფაროთ მშენებლობის დასრულებამდე ეტაპობრივად;
- ისარგებლოთ განვადებითა და სხვადასხვა ექსკლუზიური შეთავაზებით;
- შეარჩიოთ გადახდის ინდივიდუალური სისტემა.
3. თანამედროვე და ენერგოეფექტური სტანდარტები
თანამედროვე სამშენებლო სექტორი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ენერგოეფექტურას, ევროპულ სტანდარტებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს.
ახალი პროექტები როგორც არქიტექტურული გადაწყვეტებით, ისე ინჟინრული ქსელებით, ბევრად უფრო გამართული და კომფორტულია, ვიდრე ძველი აშენებული ბინები.
რას ნიშნავს ენერგოეფექტური სტანდარტები?
ენერგოეფექტური სამშენებლო სტანდარტები უზრუნველყოფს კომუნალური გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირებას, უკეთესი თბო/ხმის იზოლაციას, უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტრებსა და გამართულ და ხარისხიან ინფრასტრუქტურას.
გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გამწვანებულ სივრცეებს. ამ მხრივ, დეველოპერული კომპანია Greenox Development, მობინადრეებს პრემიუმ ხარისხთან ერთად, მოსასვენებელ, გამწვანებულ ეზოებსაც სთავაზობს. ეს კი, საბოლოოდ ზრდის როგორც საცხოვრებელ კომფორტს, ასევე ქონების ღირებულებასაც.
4. დაგეგმარების არჩევის შესაძლებლობა
მშენებლობის პროცესში ბინის შერჩევას ბევრი უპირატესობა აქვს, მათგან მთავარი დაგეგმარების არჩევის თავისუფლებაა.
თქვენ შეგიძლიათ:
- აირჩიოს მისთვის სასურველი სართული, მზის მხარე და ხედები;
- შეარჩიოთ დაგეგმარება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს;
- საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ ცვლილებები დაგეგმარებაში (სამზარეულსო, საძინებლის ან საგარდერობო ზონის განლაგება);
- მიიღოთ ისეთი ბინა, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება თქვენს ინტერესებს.
ზემოთ აღნიშნული პირობების შესრულება დასრულებულ ბინაში საკმაოდ რთულია, რადგან გეგმარება უკვე ჩამოყალიბებულია და ცვლილებები დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
5. მაღალი საინვესტიციო პოტენციალი და გაქირავების მომგებიანობა
მშენებარე ბინაში ინვესტირება მომავალი მობინადრისთვის, განსაკუთრებით გაქირავების ან რეალიზაციის სარგებლის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი შესაძლებლობაა.
ეს კი დიდწილად იმის გათვალისწინებით ხდება, რომ მშენებლობის პროცესში უძრავი ქონების ღირებულება ბუნებრივად იზრდება. ჩაბარებისას კი მისი საბაზრო ფასი კი გაცილებით მაღალია.
ამასთან ერთად, მაღალი მოთხოვნა ახალ, ენერგოეფექტურ და თანამედროვე ბინებზე ზრდის როგორც გაქირავების სიჩქარეს, ისე ფასს. ეს კი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ წლიური სტაბილური შემოსავალი.
სტრატეგიულად განვითარებად ლოკაციაზე მდებარე პროექტის ღირებულება მომავალში გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ამიტომაც ასეთი ინვესტიცია არა მხოლოდ სწორი არჩევანია, არამედ კაპიტალის გასაზრდელად და სტაბილური შემოსავლის მისაღებად რეალურ საშუალებას იძლევა.
სწორედ ამიტომ არის საუკეთესო გადაწყვეტილება “გრინოქს დეველოპმენტის” გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე პროექტში ბინის შეძენა. საცხოვრებელი კომპლექსი ისტორიულ უბანში მდებარეობს, რომელშიც უძრავი ქონების ღირებულება ყოველწლიურად იზრდება.
“გრინოქს გოგებაშვილის” პროექტში ბინის შესაძენად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
📲 544 44 00 11
📧 info@greenox.ge