თბილისის 5 საუკეთესო უბანი უძრავი ქონების შესაძენად
თბილისი, როგორც რეგიონული ჰაბი და მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, უძრავი ქონების ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად რჩება.
ამასთან ერთად, ქალაქში ტურისტების რაოდენობაც ყოველდღიურად იზრდება, რაც მზარდ მოთხოვნას ქმნის მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სივრცეებზე.
იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, დეველოპერული კომპანია “გრინოქს დეველოპმენტი” გთავაზობთ 5 საუკეთესო უბანს, რომლებიც გამოირჩევა როგორც მაღალი ლიკვიდურობით, ასევე ცხოვრების ხარისხითა და უნიკალური ხასიათით.
1. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს და ქალაქის ხმაურისგან დისტანცირებას, თუმცა ასევე სურს ქალაქის ცენტრთან ახლოს იყოს.
ტბის გარშემო განვითარებული ინფრასტრუქტურა – საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედნები და დასასვენებელი ზონები კი ცხოვრების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.
სწორედ ამ სივრცეში მდებარეობს “გრინოქსის” ორი პროექტი – ლისი რეზიდენსი და “გრინოქს ლისი”. პროექტი დაბალი განაშენიანების სივრცეშია, რაც სივრცეს სიმწვანესა და ჯანსაღ გარემოს უნარჩუნებს საცხოვრებელს.
მაღალია ასევე მისი საინვესტიციო ღირებულება.
2. ვერა
ვერა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და კულტურული უბანია თბილისში. გოგებაშვილის ქუჩა, თავისი მწვანე სიმყუდროვითა და ისტორიული შენობებით, განსაკუთრებით მიმზიდველია.
უბანი ახლოს მდებარეობს კაფე-რესტორნებთან, თეატრებთან და სხვა მნიშვნელოვან კულტურულ დაწესებულებებთან.
ვერაზე ქონების ღირებულება უბნის პრესტიჟის გამო სტაბილურად მზარდია, რაც მაღალ ამონაგებს უზრუნველყოფს.
სწორედ ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზეა მიმდინარე “გრინოქს გოგებაშვილის” პროექტი, რომელშიც პრემიუმ ხარისხის Under-Construction Apartments შეგიძლიათ შეიძინოთ.
3. მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორია
დოდო აბაშიძის ქუჩა, მარჯანიშვილის მოედნისა და თეატრის სიახლოვეს, ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური კულტურული წერტილია. ეს უბანი არის ისტორიული თბილისის ნაწილი, რომელიც ორგანულად აერთიანებს ტრადიციულ არქიტექტურას, განახლებულ ექსტერიერსა და მზარდ კომერციულ აქტივობას. ლოკაცია ასევე მდიდარია მუზეუმებით, სამხატვრო გალერეებითა და მარჯანიშვილის ცნობილი თეატრით.
ტერიტორია ასევე ცნობილია თავისი მაღალი ტურისტული პოტენციალით, რაც უზრუნველყოფს უძრავი ქონების მაღალ საინვესტიციო ამონაგებს გაქირავების შემთხვევაში. გარდა ამისა, მეტროს სადგურთან სიახლოვე გადაადგილებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის.
4. ვაკის რაიონი
ვაკე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული უბანია. უბანში დახვეწილ არქიტექტურასთან ერთად, მდიდარია მწვანე სივრცეებითაც – ვაკისა და მზიურის პარკები ერთ-ერთი მთავარი დასასვენებლი ლოკაციებია თბილისში.
ვაკე ასევე გამოირჩევა საუკეთესო სკოლებით, სამედიცინო ცენტრებით, ბუტიკებითა და რესტორნებით
ყველაფერ ამის გათვალისწინებით კი ამ ლოკაციაზე შეძენილი offering the opportunity დიდი პოტენციალით გამოირჩევა.
5. მთაწმინდა
მთაწმინდის რაიონი მუდამ იყო თბილისის სავიზიტო ბარათი. ის საუკუნეების ისტორიას ინახავს. მთაწმინდა მოიცავს ისეთ პოპულარულ უბანს, როგორიცაა სოლოლაკი და მთის ფერდობზე მდებარე ქუჩები, რომლებიც განთქმულია თავისი პანორამული ხედებით მთელ ქალაქზე.
უძრავი ქონების შეძენა მთაწმინდაზე წარმოადგენს უმაღლესი კლასის ინვესტიციას მისი ხელუხლებელი კულტურული მემკვიდრეობისა და ცენტრალური მდებარეობის გამო. რაიონში განთავსებულია სამთავრობო დაწესებულებები, მუზეუმები, თეატრები დამაღალი ხარისხის რესტორნები, რაც დახვეწილ და პრესტიჟულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
შეგახსენებთ, რომ “გრინოქს დეველოპმენტი” საცხოვრებელ სივრცეებს სწორედ თბილისის ისტორიულ უბნებში ქმნის, რაც მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეებს სთავაზობს მაღალი საინვესტიციო პოტენციალით.
“გრინოქს გოგებაშვილის” პროექტში ბინის შესაძენად კი დაგვიკავშირდით ნომერზე:
📲 544 44 00 11
📧 info@greenox.ge