ბინები განვადებით თბილისში "გრინოქს გოგებაშვილის" პროექტშია ხელმისაწვდომი

ბინები განვადებით თბილისში - რას გთავაზობთ “გრინოქსი”?

ბინის შეძენა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, გადახდის მოქნილი პირობები გადამწყვეტ როლს თამაშობს. 

ქართულ უძრავი ქონების მზარდ ბაზარზე, განვადება სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გადახდის მეთოდი ხდება, რაც საშუალებას აძლევს მყიდველებს, მარტივად დაგეგმონ ბიუჯეტი და გაინაწილონ ხარჯები. თუკი ეძებთ ბინას მაღალი ხარისხითა და მოქნილი პირობებით, დეველოპერული კომპანია “გრინოქს დეველოპმენტი” სწორედ ამ კომფორტს გთავაზობთ.

ბინები განვადებით “გრინოქსში” - ჩვენი პირობები

“გრინოქსის” მთავარი ღირებულებაა მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა, რაც გამოიხატება არა მხოლოდ პრემიუმ ხარისხში, არამედ შეძენის ინდივიდუალურ პირობებშიც. ჩვენ გთავაზობთ საბანკო განვადებას განსაკუთრებული პირობებით. 

ეს კი მოიცავს შემდეგს: 

  • საჭიროა მხოლოდ 15%-იანი თანამონაწილეობა.
  • თქვენ იღებთ შეთავაზებას ერთდროულად როგორც თიბისი, ისე საქართველოს ბანკის პირადი წარმომადგენლისგან. ის გთავაზობთ ინდივიდუალურ, თქვენზე მორგებულ პაკეტს; 
  • საბოლოო, პერსონალური შეთავაზების მიღებას კი 2 დღეში შეძლებთ.

ბინები “გრინოქს გოგებაშვილში”

ჩვენი მშენებარე ბინები ხუთსართულიანი, დაბალი განაშენიანების კომპლექსში მდებარეობს. ის უზრუნველყოფს როგორც სიმყუდროვეს, ისე მაღალ სეისმურ მდგრადობას. პროექტში წარმოდგენილია როგორც სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური დაგეგმარების ბინები, მათ შორის პანორამული ხედების მქონე უნიკალური ფართები.

ბინები განვადებით ჩვენთან სწორედ იმიტომ უნდა შეიძინოთ, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ საშუალება მოგცეთ თქვენი ოცნების ბინის მარტივად შეძენის – ზედმეტი სტრესისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების გარეშე.

ბინები განვადებით თბილისში “გრინოქსის” დახმარებით აღარ არის მიუწვდომელი ფუფუნება. ჩვენ გთავაზობთ გამჭვირვალობას, სანდოობას და პრემიუმ ხარისხს ვერაზე, რომელსაც ემატება მოქნილი ფინანსური პირობები. ეს არის იდეალური შანსი, შეიძინოთ ბინა ისტორიულ უბანში, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენებულ მცირე კორპუსში.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, დაგვიკავშირდით დღესვე, რათა ჩვენი გაყიდვების გუნდის დახმარებით მიიღოთ განსაკუთრებული განვადების პირობები მშენებარე ბინებზე. 

 

📲 544 44 00 11
📧 info@greenox.ge