ვინ ვართ ჩვენ?

 

GREENOX Development სამშენებლო კომპანიაა, რომლის საქმიანობაც ეფუძნება ეკოლოგიური პასუხისმგებლობის პრინციპებს, პრემიუმ ხარისხის მასალების გამოყენებასა და, რაც მთავარია, თბილისის ისტორიულ უბნებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის დანერგვას.

კომპანია მიზანმიმართულად ქმნის საცხოვრებელ სივრცეებს, სადაც არქიტექტურის ურბანული სტილი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი კი თანამედროვე ხედვებითა და მაღალი პასუხისმგებლობით  პროექტის ვადების მკაცრ დაცვასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას უზრუნველყოფს.

GREENOX

ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲡ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ

GREENOX Development -ის საქმიანობის საფუძველია სანდოობა, გამჭირვალობა, პრემიუმ ხარისხი და მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა. შესაბამისად, ბრენდის ღირებულებებიც მომხმარებლის კეთილგანწყობაზეა დაფუძნებული:

თბილისის ისტორიულ უბნების არქიტექტურული განახლება, ტრადიციული სტილის დაცვითა და თანამედროვე ელემენტების დანერგვით

GREENOX-ის მთავარი ღირებულება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში ტრადიციული, კულტურული ღირებულებების შენარჩუნება თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ურბანული სტილის განვითარებით.

პრემიუმ ხარისხი და პროფესიონალიზმი

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით დაგეგმარებული პროექტები ყოველთვის გამორჩეულია კონსტრუქციის სიმყარითა და არქიტექტურის მაღალი ხარისხით.

სანდოობა და გამჭირვალობა

GREENOX მომხმარებლის ზრუნვასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაზე ორიენტირებული ბრენდია, ამიტომაც პრიორიტეტულია თითოეული მომხმარებლისთვის ზუსტი ინფორმაციისა და ვადების მიწოდება.

ეკომეგობრული გარემო და ბუნებასთან ჰარმონია

მომხმარებლისთვის ეკომეგობრული გარემოს შექმნა GREENOX-ის მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ იყენებს კომპანია ეკოლოგიურად სუფთა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებს.

ᲒᲐᲚᲔᲠᲔᲐ