ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲙᲐᲠᲙᲐᲡᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ –

ᲤᲐᲡᲔᲑᲘ, ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲔᲑᲘ

ბინის შეძენა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვცდილობთ არჩევანი გავაკეთოთ ისეთ საცხოვრებელ სივრცეზე, რომელიც მოიაზრებს ხარისხს, კომფორტულ მდებარეობასა და თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებს.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში საგრძნობლად შეიცვალა ბინის ყიდვის სტანდარტები. მომავალი მობინადრე ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ ადგილმდებარეობასა ან ბინის ფართობს, არამედ იმ სტანდარტსა და კონდიციას, რომლითაც ბინა ბარდება. 
სწორედ ამიტომ გახდა აქტუალური ტერმინი – “მწვანე კარკასი”, რომელიც სულ უფრო მოთხოვნად კატეგორიად ყალიბდება უძრავი ქონების ბაზარზე. 
მიუხედავად ამისა, ცოტამ იცის მისი მნიშვნელობა და უპირატესობები. 
დეველოპერული კომპანია “გრინოქსი” ამ ბლოგში მის დეფინიციას, მახასიათებლებს, უპირატესობებსა და ფასებს გაგაცნობთ. 

რა არის მწვანე კარკასი?

მწვანე კარკასი – ეს საცხოვრებელი ბინის ისეთი მდგომარეობაა, რომელიც არსებითად განსხვავდება როგორც შავი, ისე თეთრი კარკასისგან. 
თუ შავი კარკასი მხოლოდ სამშენებლო საწყისს გულისხმობს, ხოლო თეთრი კარკასი უკვე შიდა კედლებსა და ზოგად სარემონტო მზაობას მოიცავს, მწვანე კარკასი სრულყოფილ პირობებს გვთავაზობს. 
ის წარმოადგენს ფუნქციურად გამართულ, ტექნიკურად მომზადებულ სივრცეს, რომელიც მობინადრეს საშუალებას აძლევს, ბინაში შესვლამდე მხოლოდ ინტერიერის დიზაინისა და კოსმეტიკურ რემონტზე იფიქროს.
სწორედ ამ მიზეზით, მწვანე კარკასი იქცა საქართველოში მზარდად პოპულარულ სტანდარტად, რომელიც ადაპტირებულია თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებზე და საშუალებას აძლევს ბინის მფლობელს, რომ მინიმალური დროისა და რესურსის ფარგლებში მიიღოს მაქსიმალური კომფორტი და ხარისხი.

რა უპირატესობები აქვს მწვანე კარკასის მდგომარეობას? 
ამ მდგომარეობით ბინების შეძენას მრავალი უპირატესობა აქვს, თუმცა მათგან უმთავრესია შემდეგი: 
თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა – მშენებლობის დროს თბოგაუმტარი ბლოკებისა და სახურავის იზოლაცია გამოიყენება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯს;
ხმის იზოლაცია – თანამედროვე მშენებლობის სტანდარტების მიხედვით, ბინებს შორის გათვალისწინებულია ხმის ბარიერები, რაც მყუდრო და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. 
ეკოლოგიური მასალები – შენდება ეკოლოგიურად სუფთა და ეკო-სერტიფიცირებული მასალებით – მათ შორისაა YTONG ბლოკი, HEFE აგური და პოლიურეას მემბრანები. 
წინასწარ გაყვანილი კომუნიკაცია – მდგომარეობა მოიცავს გაყვანილ ელექტროობას, წყალმომარაგებასა და გათბობის მილსადენებს. ეს კი ბინადრის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. 
სრულყოფილად დამუშავებული ექსტერიერი და ინტერიერი – დასრულებულია შელესვითი სამუშაოები, გადახურულია აივნები და დამონტაჟებულია ევროპული სტანდარტის ლიფტი. 

რა ღირს მწვანე კარკასი?
მწვანე კარკასის ფასი რამდენიმე ფაქტორის მიხედვით ფორმირდება: მდებარეობა, მშენებლობაში გამოყენებული მასალები, კომუნიკაციების ხარისხი და დამატებითი შესაძლებლობები. 
როგორც წესი, მწვანე კარკასი დაახლოებით 10-20%-ით ძვირია, ვიდრე თეთრი კარკასი, თუმცა ეს სხვაობა სრულიად კომპენსირდება წლების განმავლობაში ნაკლები კომუნალური ხარჯით, ხმისა და თბოიზოლაციითა თუ სარემონტო სამუშაოების მინიმალური საჭიროებით.

გარდა საცხოვრებელი კომფორტისა, მწვანე კარკასს მეტი საინვესტიციო ღირებულებაც აქვს. ეკოლოგიური სტანდარტებით აშენებული მწვანე კარკასის ბინები თბილისში მაღალ მოთხოვნაშია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე უცხოელი მყიდველებისა და გაქირავების დაინტერესებული ადამიანების თვალში. განსაკუთრებით ისეთ ცენტრალურ და ისტორიულ უბანში, როგორიც მარჯანიშვილია.
მობინადრისთვის კარკასის ეს მდგომარეობა უკვე მომზადებულ საინტერესო საინვესტიციო პროდუქტს ნიშნავს, რომლის გაქირავებისა და განახლებისთვის დამატებითი დრო და ბიუჯეტი აღარაა საჭირო. 
შედეგად, ინვესტიციის ამუშავება და უკუგების მიღება სწრაფად ხდება.  

მწვანე კარკასი თბილისში – “გრინოქს აბაშიძის” პროექტი
“გრინოქს დეველოპმენტი” ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევებს იდეალურად პასუხობს. მშენებლობები, მათ შორის “გრინოქს აბაშიძე” – მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარედ არსებული მშენებლობა, თანამედროვე არქიტექტურითა და მცირე განაშენიანებით გამოირჩევა. 
“გრინოქსის” მიდგომა ახალ სტანდარტს ქმნის სამშენებლო ბაზარზე. მწვანე კარკასი აღარ არის მხოლოდ არჩევანი, ეს ცხოვრების წესია, რომელშიც დაზოგილი დრო, ენერგია და კომფორტული ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. 

მწვანე კარკასი

ᲛᲬᲕᲐᲜᲔ ᲙᲐᲠᲙᲐᲡᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ – ᲤᲐᲡᲔᲑᲘ, ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲔᲑᲘ

ბინის შეძენა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვცდილობთ არჩევანი გავაკეთოთ ისეთ საცხოვრებელ სივრცეზე, რომელიც მოიაზრებს ხარისხს, კომფორტულ მდებარეობასა და თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებს. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში საგრძნობლად შეიცვალა ბინის ყიდვის სტანდარტები. მომავალი მობინადრე ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ ადგილმდებარეობასა ან ბინის ფართობს, არამედ იმ სტანდარტსა და კონდიციას, რომლითაც ბინა ბარდება. სწორედ ამიტომ გახდა აქტუალური ტერმინი - "მწვანე კარკასი", რომელიც სულ უფრო მოთხოვნად კატეგორიად ყალიბდება უძრავი ქონების ბაზარზე. მიუხედავად ამისა, ცოტამ იცის მისი მნიშვნელობა და უპირატესობები. დეველოპერული კომპანია “გრინოქსი” ამ ბლოგში მის დეფინიციას, მახასიათებლებს, უპირატესობებსა და ფასებს გაგაცნობთ.

რა არის მწვანე კარკასი?

მწვანე კარკასი - ეს საცხოვრებელი ბინის ისეთი მდგომარეობაა, რომელიც არსებითად განსხვავდება როგორც შავი, ისე თეთრი კარკასისგან. თუ შავი კარკასი მხოლოდ სამშენებლო საწყისს გულისხმობს, ხოლო თეთრი კარკასი უკვე შიდა კედლებსა და ზოგად სარემონტო მზაობას მოიცავს, მწვანე კარკასი სრულყოფილ პირობებს გვთავაზობს. ის წარმოადგენს ფუნქციურად გამართულ, ტექნიკურად მომზადებულ სივრცეს, რომელიც მობინადრეს საშუალებას აძლევს, ბინაში შესვლამდე მხოლოდ ინტერიერის დიზაინისა და კოსმეტიკურ რემონტზე იფიქროს. სწორედ ამ მიზეზით, მწვანე კარკასი იქცა საქართველოში მზარდად პოპულარულ სტანდარტად, რომელიც ადაპტირებულია თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებზე და საშუალებას აძლევს ბინის მფლობელს, რომ მინიმალური დროისა და რესურსის ფარგლებში მიიღოს მაქსიმალური კომფორტი და ხარისხი.

რა უპირატესობები აქვს მწვანე კარკასის მდგომარეობას?

თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა - მშენებლობის დროს თბოგაუმტარი ბლოკებისა და სახურავის იზოლაცია გამოიყენება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯს.

ხმის იზოლაცია - თანამედროვე მშენებლობის სტანდარტების მიხედვით, ბინებს შორის გათვალისწინებულია ხმის ბარიერები, რაც მყუდრო და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

ეკოლოგიური მასალები - შენდება ეკოლოგიურად სუფთა და ეკო-სერტიფიცირებული მასალებით - მათ შორისაა YTONG ბლოკი, HEFE აგური და პოლიურეას მემბრანები.

წინასწარ გაყვანილი კომუნიკაცია - მდგომარეობა მოიცავს გაყვანილ ელექტროობას, წყალმომარაგებასა და გათბობის მილსადენებს. ეს კი ბინადრის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

სრულყოფილად დამუშავებული ექსტერიერი და ინტერიერი - დასრულებულია შელესვითი სამუშაოები, გადახურულია აივნები და დამონტაჟებულია ევროპული სტანდარტის ლიფტი.

რა ღირს მწვანე კარკასი?

მწვანე კარკასის ფასი რამდენიმე ფაქტორის მიხედვით ფორმირდება: მდებარეობა, მშენებლობაში გამოყენებული მასალები, კომუნიკაციების ხარისხი და დამატებითი შესაძლებლობები.

როგორც წესი, მწვანე კარკასი დაახლოებით 10-20%-ით ძვირია, ვიდრე თეთრი კარკასი, თუმცა ეს სხვაობა სრულიად კომპენსირდება წლების განმავლობაში ნაკლები კომუნალური ხარჯით, ხმისა და თბოიზოლაციითა თუ სარემონტო სამუშაოების მინიმალური საჭიროებით.

გარდა საცხოვრებელი კომფორტისა, მწვანე კარკასს მეტი საინვესტიციო ღირებულებაც აქვს. ეკოლოგიური სტანდარტებით აშენებული მწვანე კარკასის ბინები თბილისში მაღალ მოთხოვნაშია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე უცხოელი მყიდველებისა და გაქირავების დაინტერესებული ადამიანების თვალში. განსაკუთრებით ისეთ ცენტრალურ და ისტორიულ უბანში, როგორიც მარჯანიშვილია.

მობინადრისთვის კარკასის ეს მდგომარეობა უკვე მომზადებულ საინვესტიციო პროდუქტს ნიშნავს, რომლის გაქირავებისა და განახლებისთვის დამატებითი დრო და ბიუჯეტი აღარაა საჭირო. შედეგად, ინვესტიციის ამუშავება და უკუგების მიღება სწრაფად ხდება.

მწვანე კარკასი თბილისში - “გრინოქს აბაშიძის” პროექტი

“გრინოქს დეველოპმენტი” ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევებს იდეალურად პასუხობს. მშენებლობები, მათ შორის “გრინოქს აბაშიძე” - მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარედ არსებული მშენებლობა, თანამედროვე არქიტექტურითა და მცირე განაშენიანებით გამოირჩევა.

“გრინოქსის” მიდგომა ახალ სტანდარტს ქმნის სამშენებლო ბაზარზე. მწვანე კარკასი აღარ არის მხოლოდ არჩევანი, ეს ცხოვრების წესია, რომელშიც დაზოგილი დრო, ენერგია და კომფორტი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.