ᲔᲙᲝᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚᲘ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ -

ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡ ᲒᲖᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ GREENOX ᲥᲛᲜᲘᲡ

გლობალური ურბანიზაციის ეპოქაში, მაშინ როდესაც ქალაქები განუწყვეტლივ ფართოვდება და ბუნებრივი რესურსები სერიოზული ზეწოლის ქვეშ ექცევა, ეკოლოგიურად მდგრადი მშენებლობა მხოლოდ ტენდენცია კი არა – აუცილებლობა ხდება. თანამედროვე მომხმარებელი აღარ ეძებს უბრალოდ სახლს, არამედ ითხოვს გარემოზე ზრუნვას, ენერგოეფექტიანობასა და დაბალ ეკოლოგიურ ზემოქმედებას. GREENOX– ის საქმიანობაც სწორედ ზემოთ თქმულ ღირებულებებზეა აგებული. კომპანია იყენებს ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და განახლებადი ენერგიის წყაროებს საცხოვრებელ სივრცეებში. ყოველ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება გამწვანებას, ბუნებრივ სინათლეს, თერმულ იზოლაციასა და ენერგიის დაზოგვას. ეს კი ცხადია, არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ მაცხოვრებლისთვისაც უკეთესი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის გარანტიაა. GREENOX-ის მიდგომა არქიტექტურასა და გარემოს შორის ჰარმონიული ბალანსის შენარჩუნებას ეფუძნება. ეკომეგობრული მშენებლობა GREENOX-ისთვის კომპანიის მისიაში მთავარი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. გვჯერა, რომ თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია უნდა განვითარდეს გარემოს დაცვისა და მდგრადობის პრინციპებზე დაყრდნობით. სწორედ ამიტომ, GREENOX აშენებს საცხოვრებელ სახლებს, სადაც უზრუნვეყოფილია მაღალი სტანდარტის ცხოვრების ხარისხი და გრძელვადიანი კომფორტი თითოეული ოჯახისთვის.
Description of image

ᲔᲙᲝᲛᲔᲒᲝᲑᲠᲣᲚᲘ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐ -
ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡ ᲒᲖᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ GREENOX ᲥᲛᲜᲘᲡ

გლობალური ურბანიზაციის ეპოქაში, მაშინ როდესაც ქალაქები განუწყვეტლივ ფართოვდება და ბუნებრივი რესურსები სერიოზული ზეწოლის ქვეშ ექცევა, ეკოლოგიურად მდგრადი მშენებლობა მხოლოდ ტენდენცია კი არა - აუცილებლობა ხდება. თანამედროვე მომხმარებელი აღარ ეძებს უბრალოდ სახლს, არამედ ითხოვს გარემოზე ზრუნვას, ენერგოეფექტიანობასა და დაბალ ეკოლოგიურ ზემოქმედებას.

GREENOX- ის საქმიანობაც სწორედ ზემოთ თქმულ ღირებულებებზეა აგებული. კომპანია იყენებს ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და განახლებადი ენერგიის წყაროებს საცხოვრებელ სივრცეებში. ყოველ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება გამწვანებას, ბუნებრივ სინათლეს, თერმულ იზოლაციასა და ენერგიის დაზოგვას. ეს კი ცხადია, არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ მაცხოვრებლისთვისაც უკეთესი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის გარანტიაა. GREENOX-ის მიდგომა არქიტექტურასა და გარემოს შორის ჰარმონიული ბალანსის შენარჩუნებას ეფუძნება.

ეკომეგობრული მშენებლობა GREENOX-ისთვის კომპანიის მისიაში მთავარი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. გვჯერა, რომ თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია უნდა განვითარდეს გარემოს დაცვისა და მდგრადობის პრინციპებზე დაყრდნობით. სწორედ ამიტომ, GREENOX აშენებს საცხოვრებელ სახლებს, სადაც უზრუნვეყოფილია მაღალი სტანდარტის ცხოვრების ხარისხი და გრძელვადიანი კომფორტი თითოეული ოჯახისთვის.