GREENOX Development-ის საცხოვრებელი პროექტი მდებარეობს თბილისის ისტორიულ ნაწილში, მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარედ, კულტურულად ყველაზე აქტიურ და ტურისტულ ზონაში.
პროექტი აერთიანებს ძველი თბილისის არქიტექტურულ ესთეტიკას თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებთან, რაც მას აქცევს როგორც კომფორტულ საცხოვრებელ სივრცედ, ასევე მომგებიან საინვესტიციო შესაძლებლობად.
საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების დაცვით აშენებული პროექტი ჩაბარებულია პრემიუმ ხარისხის მწვანე კარკასის მდგომარეობაში და მოიცავს, ენერგოეფექტულ ალუმინის ვიტრაჟულ სისტემას, იტალიურ საკომუნიკაციო სისტემებსა და სრულყოფილად მოპირკეთებულ აივნებს.