ᲨᲔᲘᲫᲘᲜᲔ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲐᲠᲔ ᲑᲘᲜᲐ “ᲒᲠᲘᲜᲝᲥᲡᲘᲡ” ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲨᲘ
გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ხუთსართულიანი, მცირე განაშენიანების, მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციის პროექტი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და სეისმურ მდგრადობას. თბოიზოლაციური მასალები და ენერგოეფექტური ვიტრაჟული სისტემა კი განსაკუთრებით კომფორტული საცხოვრებელი გარემოს გარანტიას ქმნის. პროექტი გამოირჩევა ინდივიდუალური აივნებით, ბუნებრივი განათებითა და თანამედროვე არქიტექტურული იერსახით.
პროექტში მშენებარე ბინა სხვადასხვა დანიშნულებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ. გოგებაშვილზე მშენებარე კომპლექსი როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ სივრცეებს აერთიანებს, ხოლო ინფრასტრუქტურა მოიცავს სამ ინდივიდუალურ გამწვანებულ ეზოს, მიწისქვეშა ავტოსადგომს, საერთო გამწვანებულ მოსასვენებელ ზონასა და პანორამულ ხედებს მთაწმინადასა და ქალაქზე.

„ᲒᲠᲘᲜᲝᲥᲡᲘᲡ“ ᲛᲨᲔᲜᲔᲑᲐᲠᲔ ᲑᲘᲜᲔᲑᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ – ᲛᲐᲗᲘ ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲔᲑᲘ
“გრინოქსის” მშენებარე ბინები თბილისში მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, თუმცა მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალები – ვიყენებთ მხოლოდ დამოწმებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მასალებს, რაც შენობის გრძელვადიან გამძლეობას, მდგრადობასა და მომხმარებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს;
მწვანე კარკასის კონდიცია – მშენებარე ბინები თბილისში ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება, რაც მფლობელს აძლევს შესაძლებლობას, სივრცე მოარგოს საკუთარ საჭიროებებს, თუნდაც ინდივიდუალური ინტერიერისა და ინჟინერიული გადაწყვეტების მიხედვით.
მცირე განაშენიანება და დაბალი სიმჭიდროვე – საცხოვრებელი კომპლექსები ხასიათდება მცირე სართულიანობითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, რაც უზრუნველყოფს მეტ სიმშვიდეს, კონფიდენციალურობასა და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სტანდარტს.
გამორჩეული ლოკაციები – „გრინოქსის“ მშენებარე ბინები განლაგებულია თბილისის ცენტრალურ და პრესტიჟულ უბნებში, რაც კომფორტთან ერთად, განაპირობებს უძრავი ქონების მაღალ საინვესტიციო ღირებულებას. “გრინოქსის” ბინები მაღალი უკუგების საინვესტიციო ქონება შეიძლება გახდეს.
“გრინოქსის” გუნდი მზად არის გაგიწიოთ სრულყოფილი კონსულტაცია ბინის შერჩევის პროცესში, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით და შემოგთავაზოთ თქვენზე მორგებული, მოქნილი გადახდის პირობები.