რატომ ისტორიული უბნები? – 5 უპირატესობა
თბილისის ისტორიულ უბნებში ბინის შეძენას მრავალი უპირატესობა აქვს, თუმცა მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორები:
მაღალი საინვესტიციო ღირებულება: ისტორიული უბნები თბილისის მთავარი ტურისტული მაგნიტებია. ასეთ ლოკაციებზე მდებარე საინვესტიციო ქონების ღირებულება სტაბილურად იზრდება, ხოლო მაღალი მოთხოვნა მოკლევადიან გაქირავებაზე (Airbnb, Booking) უზრუნველყოფს მნიშვნელოვან და მუდმივ შემოსავალს;
კულტურული და არქიტექტურული ხიბლი: თქვენი ბინა მდებარეობს ავთენტურ თბილისურ გარემოში. ასეთი უნიკალური არქიტექტურის გარშემო არსებული უძრავი ქონება, ყოველთვის იქნება მოთხოვნადი და განსაკუთრებულ ფასს წლების განმავლობაში შეინარჩუნებს, რაც მის ლიკვიდურობას ზრდის;
დაბალი განაშენიანება და სიმშვიდე: ისტორიულ ზონებში მოქმედი შეზღუდვები მშენებლობასთან დაკავშირებით, უბნების დაბალ განაშენიანებას განაპირობებს. ეს კი ქმნის მყუდრო, მშვიდ გარემოს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება თანამედროვე, მჭიდროდ დასახლებული რაიონებისგან. “გრინოქს დეველოპმენტი” ამ კონცეფციას სრულად იცავს;
ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო: “გრინოქს დეველოპმენტის” მიერ გამოყენებული ეკომეგობრული სამშენებლო მასალები უზრუნველყოფს ჯანსაღ მიკროკლიმატს ბინაში. ისტორიული უბნის სიმშვიდე კი ცხოვრების მაღალი ხარისხის გარანტია.
ცენტრალური მდებარეობა და განვითარებული ინფრასტრუქტურა: ცხოვრობთ ქალაქის ცენტრში, სადაც ხელმისაწვდომია ყველა ძირითადი კულტურული, გასართობი და ბიზნეს ცენტრი. კაფეები, რესტორნები, კინოთეატრები და სხვა კულტურული ცენტრები სწორედ ასეთ უბნებში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ “გრინოქს დეველოპმენტის” ბინები თბილისში სწორედ ისტორიულ უბნებში მდებარეობს. საცხოვრებელი პროექტები კი ეკომეგობრული, უმაღლესი ხარისხის მასალებითაა შესრულებული.
“გრინოქსი გოგებაშვილზე” – მშენებლობა აქტიურ ფაზაში, ვადების მკაცრი დაცვით მიმდინარეობს და 2026 წლის ნოემბერში სრულდება.