გრინოქსი გოგებაშვილზე

მოცულობა

2700 მ²

სართულები

5

ბინები

18

ტერიტორია

800 მ²

კომერციული

250 მ²

ავტოსადგომი

მიწისქვეშა

ჩაბარების კონდიცია

მწვანე კარკასი

დასრულების დრო

ნოემბერი, 2026

მოცულობა

2700 მ²

სართულები

5

ბინები

18

ტერიტორია

800 მ²

კომერციული

250 მ²

ავტოსადგომი

მიწისქვეშა

ჩაბარების კონდიცია

მწვანე კარკასი

დასრულების დრო

ნოემბერი, 2026

პროექტის შესახებ

პრემიუმ კლასის ბინები თბილისში

„Greenox გოგებაშვილზე“ მიმდინარე მცირე განაშენიანების პროექტია, რომელიც მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ისტორიულ უბანში – ვერაზე, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე. პროექტის ადგილმდებარეობა აერთიანებს ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს, მშვიდ საცხოვრებელ გარემოსა და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასთან მარტივ წვდომას.

ხუთსართულიანი, ბუტიკური ტიპის პროექტი სულ 18 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ სივრცეებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს აერთიანებს, რაც ქმნის უფრო პრივატულ და მშვიდ გარემოს გრინოქსის მობინადრეებისთვის. პროექტში წარმოდგენილია სხვადასხვა დაგეგმარების, სტუდიო ტიპის, გამჭოლი გეგმარების, ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი თუ სამსაძინებლიანი ბინები, მათ შორის საცხოვრებელი სივრცეები საკუთარი გამწვანებული კერძო ეზოებით.

თითოეულ საცხოვრებელს აქვს აივანი, ბუნებრივი განათება და ფუნქციურად დაგეგმილი სივრცეები. შერჩეული ბინებიდან იშლება პანორამლური ხედები მთაწმინდასა და ქალაქზე. მობინადრეების კომფორტისთვის პროექტში გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი და საერთო გამწვანებული მოსასვენებელი ეზო.

ბინები ბარდება პრემიუმ კლასის მწვანე კარკასის მდგომარეობაში, სრულად მომზადებული საინჟინრო სისტემებით, თბო და ხმის იზოლაციითა და ალუმინის ვიტრაჟული სისტემით ენერგოეფექტური მინებით. 

პროექტის მშენებლობა 2026 წლის მარტში ოფიციალურად დაიწყო და ზუსტად 10 თვეში, 2026 წლის ნოემბერში სრულდება.  “გრინოქსი გოგებაშვილზე” აერთიანებს ვერის გამორჩეულ ლოკაციას, ბუტიკურ არქიტექტურულ კონცეფციას, თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებსა და ფუნქციურად დაგეგმილ საცხოვრებელ სივრცეებს – ქმნის გარემოს, სადაც ქალაქის ცენტრში ცხოვრება კომფორტთან, სიმშვიდესთან და გრძელვადიან ღირებულებასთან ერთიანდება.

ხშირად დასმული შეკითხვები

„Greenox გოგებაშვილი“ მდებარეობს ვერაზე, ი. გოგებაშვილის II ჩიხი, №4ა-ში – დედაქალაქის ისტორიულ და ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში. ბინა ვერაზე გაძლევთ შესაძლებლობას, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში, განვითარებულ ინფრასტრუქტურასთან და მნიშვნელოვან ობიექტებთან მარტივი წვდომით, ამავდროულად კი შეინარჩუნოთ მყუდრო საცხოვრებელი გარემო.  

„Greenox გოგებაშვილის“ პროექტში ხელმისაწვდომია ინდივიდუალური დაგეგმარების სტუდიოს ტიპის ბინები, 1 საძინებლიანი, 2 საძინებლიანი და 3 საძინებლიანი ბინები. ასევე, პროექტში წარმოდგენილია ბინები საკუთარი ეზოთი, მათთვის, ვისაც მეტი პირადი და ღია სივრცე სურს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე ბინის გაერთიანება და შიდა ტიხრების ინდივიდუალურად დაგეგმარება, რაც სივრცის თქვენს საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობას გაძლევთ.

„Greenox გოგებაშვილის“ საცხოვრებელ პროექტში ბინები ბარდება პრემიუმ კლასის მწვანე კარკასის მდგომარეობაში, რაც მოიცავს მაღალი ხარისხის საინჟინრო კომუნიკაციებს თუ სრულად მომზადებულ შიდა სივრცეს. მწვანე კარკასის ბინა სრულად მზად არის ინდივიდუალური ინტერიერისა და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

პრემიუმ კლასის მწვანე კარკასი “Greenox გოგებაშვილის” პროექტში მოიცავს სრულად მოწყობილ ელექტროგაყვანილობას რევერსული მართვის სისტემით, იტალიური წარმოების გათბობის მილგაყვანილობას, შელესილ კედლებსა და მოჭიმულ იატაკს, თბო და ხმის იზოლაციას, გრანიტის ფილებით მოპირკეთებულ აივნებსა და ვერანდებს, ასევე ალუმინის ვიტრაჟულ სისტემას ენერგოეფექტური მინებით.

„Greenox გოგებაშვილის“ პროექტის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ნოემბერში.

დიახ, ბინის შეძენა განვადებით შესაძლებელია როგორც შიდა განვადების პირობებით, ასევე საბანკო დაფინანსებით. „Greenox გოგებაშვილის“ პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ, რაც მომხმარებელს ბინის შეძენის მოქნილ და სანდო ფინანსურ შესაძლებლობებს სთავაზობს. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ბინის დაგეგმარების, ღირებულების, გადახდის პირობებისა და ხელმისაწვდომი შეთავაზებების გასაცნობად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 544 44 00 11 და დაჯავშნოთ ვიზიტი „Greenox გოგებაშვილის“ წარმომადგენელთან. 

დიახ, „Greenox გოგებაშვილის“ პროექტის ბინებიდან იშლება პანორამული ხედები მთაწმინდასა და ქალაქზე. მეხუთე სართულის გამჭოლი გეგმარების ბინები კი ორივე მიმართულების ხედით გამოირჩევა, რაც საცხოვრებელ სივრცეს დამატებით ღირებულებასა და განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს.

„Greenox გოგებაშვილის“ პროექტში კვადრატული მეტრის ღირებულება 2800$- დან იწყება. ფასი ცვალებადია ბინის მდებარეობის, სართულისა და ხედის მიხედვით, ამიტომ თითოეული ბინის ღირებულება ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ლოკაცია

გალერეა

მისამართი

მ.კოსტავას N14

ტელეფონი

ელ-ფოსტა