ბინები ვერაზე - ისტორიული უბანი თანამედროვე განვითარებისთვის
ვერა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ისტორიული უბანია, რომელიც მრავალი წელია გამოირჩევა როგორც კულტურული, ისე საცხოვრებელი თვალსაზრისით.
უბანი ცნობილია თავისი არქიტექტურული მრავალფეროვნებით, გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა სივრცეებითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით. ამის გამო, ვერის უბანი ოდითგანვე პრესტიჟული საცხოვრებელი სივრცე იყო როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეული მაცხოვრებლებისათვის.
ამ უბნის განსაკუთრებულ უპირატესობას წარმოადგენს მისი ცენტრალური მდებარეობა – აქედან მარტივად შესაძლებელია ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი წერტილამდე გადაადგილება.
უბანი გარშემორტყმულია სკოლებითა და ბაღებით, სავაჭრო ცენტრებით, თეატრებითა და კინოთეატრებით, რესტორნებითა და კაფეებით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.
სწორედ ამ უბანში, გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს დეველოპერული კომპანია “გრინოქსის” ახალი პროექტის მშენებლობა.
ახალი პრემიუმ კლასის პროექტი გოგებაშვილის ქუჩაზე
“გრინოქს გოგებაშვილი” არის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტი, რომელიც თანამედროვე არქიტექტურითა და მაღალი ხარისხის სამშენებლო სტანდარტებით გამოირჩევა.
ის ხუთსართულიანი, მცირე განაშენიანების მქონე მონოლითური ნაგებობაა, რომლის სტრუქტურა გათვლილია სეისმურ მდგრადობასა და მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე. პროექტის შემუშავებისას გამოყენებულია ეკომეგობრული, ენერგოეფექტური და თბოიზოლაციური მასალები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს, ისე გარემოს დაცვასაც.
კომპლექსის არქიტექტურა ორიენტირებულია ფუნქციურობასა და ხარისხზე – ბინებს წარმოდგენილია ბუნებრივი განათებით, ინდივიდუალური აივნებითა და თანამედროვე ალუმინის ენერგოეფექტური ვიტრაჟული სისტემით.
“გრინოქს გოგებაშვილი” აერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, ასევე მოიცავს კეთილმოწყობილ ეზოს, მიწისქვეშა ავტოსადგომს და საერთო მოსასვენებელ, გამწვანებულ ზონას.
პროექტის მდებარეობა უზრუნველყოფს როგორც ცენტრალურ წვდომას, ასევე მშვიდ და გამწვანებულ საცხოვრებელ გარემოს. შენობიდან იშლება პანორამული ხედები მთაწმინდასა და ქალაქზე, რაც დამატებით ესთეტიკურ ღირებულებას ანიჭებს კომპლექსს.
რატომ ვერა?
ვერას ისტორიული ხასიათი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთობლივად ქმნის მაღალხარისხიან საცხოვრებელ გარემოს. უბნის ცენტრალური მდებარეობა, კულტურული მნიშვნელობა და კომფორტული ცხოვრების პირობები მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის იმ ადამიანებისთვის, ვისაც მშენებარე ბინები ქალაქის ცენტრში, მყუდრო და მშვიდ გარემოში სურს შეიძინოს.
“გრინოქს გოგებაშვილი” სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული პროექტია – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და პრესტიჟულ უბანში.